21:12 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-10 11:54:16, 4617 ნახვა

მსოფლიო
„ალ ქაიდა“ საფრანგეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება

ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდა“ საფრანგეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება.

„New york Post”-ის  ინფორმაციით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა ისლამისტებმა მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურის საპასუხოდ განახორციელეს.

„ალ ქაიდას“ კვალი დასტურდება იმითაც, რომ ძმები კოაშებიდან ერთ-ერთმა სიკვდილის წინ აღნიშნა, რომ „ალ ქაიდას“ დავალებით მოქმედებდა.

საფრანგეთს ახალი ტერაქტებით იმ შემთხვევაში ემუქრებიან, თუ ქვეყანა ისლამთან, მის სიმობოლოებთან და მუსლიმებთან ბრძოლას გააგრძელებს.

„არაბეთის ნახევარკუნძულის ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის შეიხ ჰარის ან ნაზარის განცხადებით, საფრანგეთის ზოგიერთმა შვილმა ალაჰის წინასწარმეტყველის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა, ამიტომ მათ წინააღმდეგ, ალაჰის ერთგული ჯარისკაცები დაირაზმნენ და პატივისცემა ასწავლეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი დრღის განხორციელებული ტერაქტებში საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics