19:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 20:18:24, 747 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ გლდანში „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. 

როგორც შსს-დან "ექსპრენიუსს" აცნობეს, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ვ.ი. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ვ.ი. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალი იარაღის მუქარით დააყაჩაღა, თანხა გაიტაცა და მიმალვა სცადა.

შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა - უჩა ბუსხრიკიძემ და გიორგი ჭულუხაძემ მომხდარ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შეიარაღებული ბოროტმოქმედის შეჩერებას შეეცადნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით უჩა ბუსხრიკიძე დაჭრა. საპასუხო სროლისას დაიჭრა თავად თავდამსხმელიც. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. თუმცა, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით)", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics