|
2016-09-29 17:09:06, 1401 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენებული მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების დამამზადებელი საწარმოს ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს მფლობელია კომპანია „ნუტრიმაქსი“, რომელმაც ასევე მონაწილეობდა აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამაში. ქარხანა კომპანიამ „ნუტრიმაქსი“ ფონიჭალის ზემო დასახლებაში ააშენა. საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანიამ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად საწარმოში დაახლოებით 50 ადამიანია დასაქმებული და ყოველწლიურად 50 000 ტონა ცხოველების, ფრინველებისა და თევზის მაღალტექნოლოგიურ კომბინირებულ საკვებს აწარმოებს. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საწარმოს პროდუქცია საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე უკვე იყიდება. მისი თქმით, „ნუტრიმაქსის“ პროდუქცია ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს და სურვილის შემთხვევაში, მათ ევროპის ბაზარზე შესვლა შეეძლებათ. კომპანია „ნუტრი მაქსი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, კერძოდ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ კომპანიას ქალაქ თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლებაში მდებარე 30,394 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. საწარმოსა და პროდუქციის წარმოების მართვის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოში ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი ლიდერი კომპანია – Trouw Nutrition. აღნიშნული პროდუქციის წარმოების პროცესში Trouw Nutrition-ის მონაწილეობა უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზების შესაძლებლობას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)