|
2016-09-28 11:25:47, 1386 ნახვა
ეკონომიკა
“ვითიბი ბანკმა” საქართველოში პირველად, ვიდეო ბანკი დანერგა
ვითიბი ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ მაღალტექნოლოგიურ მომსახურებას - ვიდეო ბანკს სთავაზობს. ეს არის ექსკლუზიური მომსახურება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად და ამავდროულად ბანკირთან პირისპირ კომუნიკაციით (ვიდეო ზარის გამოყენებით) შეასრულონ ნებისმიერი უნაღდო საბანკო ოპერაცია. პირველად საქართველოში საბანკო მომსახურების მიღება ვიდეო ზარის გამოყენებით გახდა შესაძლებელი, აღნიშნულ სერვისს მსოფლიოს მასშტაბით სულ რამდენიმე ბანკი სთავაზობს. იმ კლიენტებს, რომლებიც უკვე არიან ვითიბის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლები დღეიდან შეუძლიათ ისარგებლონ კიდევ ერთი დისტანციური არხით და მიიღონ სასურველი მომსახურება ბანკის ოპერატორთან ვიდეო ზარის საშუალებით დაკავშირებისას. ვითიბი ბანკის ყველა დისტანციური არხით (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი და ვიდეო ბანკი) სარგებლობა შესაძლებელია ერთი მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით. ვიდეო ბანკით შესაძლებელია საკუთარი ანგარიშების მართვა, გადარიცხვები, საკრედიტო განაცხადის შევსება, ამომწურავი ინფორმაციის მიღება სესხებზე და დეპოზიტებზე, კომუნალური გადასახადების დაფარვა და სხვა საბანკო ოპერაციების წარმოება. ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია: ვებ საიტიდან www.videobank.ge სტაციონალური კომპიუტერის, ნოუთბუქის, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით ან ანდროიდის და IOS სისტემის სმართფონებისთვის სპეციალურად შექმნილი უფასო აპლიკაციით - Video Bank. პირველ ეტაპზე ვიდეო ბანკის მომსახურების მიღება შესაძლებელია საპილოტე რეჟიმში ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 6:30 საათამდე. ცოტა ხანში ვითიბი ბანკი გეგმავს აღნიშნული მომსახურება ყოველდღე 24 საათის განმავლობაში გახადოს ხელმისაწვდომი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Video Bank -ის მომსახურება და რეგისტრაცია უფასოა.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)