|
2016-09-27 16:21:55, 1313 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა DCFTA-ს ფარგლებში გამართულ საჯარო დიალოგში მიიღო მონაწილეობა
„ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო დიალოგი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, ასევე დონორ ორგანიზაციებს და ევროპის კავშირს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ მიმართულებით“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საჯარო დიალოგი გაიმართა DCFTA-ს ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხებზე. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ. „ეს არის დიალოგი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ბიზნესი ერთმანეთს უზიარებენ მიღწევებს, რომლებიც არსებობს ჩვენსა და ევროპის კავშირს შორის, ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე და ასევე იმ პრობლემატიკაზე, რომლებიც ამ მიმართულებით შეიძლება არსებობდეს. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. დღეს ასევე განვიხილეთ DCFTA Facility, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად უკვე საქართველოში არის წარმოდგენილი. ეს არის 390 მილიონიანი ფონდი, საიდანაც 50 მილიონი ევროს ნაწილი ქართულ ვალუტაში უკვე შესაძლებელია ჩვენმა მეწარმეებმა აიღონ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)