|
2016-09-26 18:27:55, 1452 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართება
მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშემწყობი პროექტის მიხედვით, იგეგმება მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა 27 სექტემბერს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება ეროვნულ დონეზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხები. შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მიზანია– კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი მაქსიმალური ჩართულობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)