|
2016-09-24 10:04:13, 1749 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ერთწლიანი ანგარიში წარადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ერთი წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დეპარტამენტში ჩატარებული რეფორმის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია და გდდ-ს საქმიანობის ამსახველი კლიპის ჩვენება მოეწყო. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატამენტის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „კარგად მესმის, რომ თქვენი პროფესია - ეს არის უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ხშირად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. თქვენ მრავალ ფლანგზე იბრძვით: ზრუნავთ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე და უზრუნველყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას, თქვენი წვლილი შეგაქვთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რთულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებთ ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ საგუშაგოებზე, უმნიშვნელოვანესია თქვენი დახმარება ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს. ვიცი, რომ თავს არ ზოგავთ, რათა თქვენი მისია წარმატებით შეასრულოთ და მზად ხართ, ამ მისიის შესასრულებლად, საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თავდადებისთვის!“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. ღონისძიების დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს სამინისტროს სამკერდე ნიშნები, მადლობის სიგელები და სხვა წამახალისებელი ჯილდოები პირადად გადასცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)