|
2015-03-13 14:11:48, 1045 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში „თავისუფალი ზონის“ წევრების პროცესის დასრულების შემდეგ ხმაური იყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თავისუფალი ზონის“ წევრების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ხმაური იყო. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ხმაური გიგა ბოკერიას გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც პროცესს ესწრებოდა. „თავისუფალი თაობის“ წევრებმა გიგა ბოკერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მას მოღალატე ეძახეს. „თავისუფალი ზონის“ წევრებმა კი საპასუხოდ მათ პრემიერის 20 ლარიანი ტიტუშკები უწოდეს. მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა „თავისუფალი ზონის“ წევრ ფარნაოზ ჭკადუას პროცესი შეუჩერა ხოლო, დანარჩენი ოთხი წევრი 100 ლარით დააჯარიმა. „თავისუფალი ზონის“ წევრებმა საქალაქო სასამართლოს ტერიტორია უკვე დატოვეს. ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააცილეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში „თავისუფალი თაობის“ ლიდერის ლადო სადღობელაშვილის სასამართლო პროცესიც გაიმართა. მას სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)