10:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 12:44:54, 782 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე: ივანიშვილი არის, იყო და რჩება არაფორმალურ მმართველად

ამ წერილით გამოჩნდა ის, რაც ყველამ აქამდე ვიცოდით. ის, რომ არაფორმალური მმართველი არის, იყო და რჩება ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარის, მიერ გიორგი კვირიკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილი წერილის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მათი ამოცანაა, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

"ივანიშვილი არის, იყო და რჩება არაფორმალურ მმართველად და ეს ყველამ კარგად იცოდა, რესპუბლიკელები კი ხელს აფარებდნენ. სხვაგვარად ცდილობდნენ წარმოეჩინათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა არის არა ამ რაღაც შიდა დისკუსიებში შესვლა და გარკვევა, ვინ იყო მართალი უსუფაშვილსა და იავნიშვილს შორის მიმოწერაში, არამედ, ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ამ ძალიან მანკიერი, არაფორმალური მმართველობის სისტემის მალე დასრულება. ეს მოხდება 8 ოქტომბერს“, - განაცხადა კაპანაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics