|
2015-03-13 12:51:36, 449 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძემ ალექსანდრ ვერშბოუსგან წერილი მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან წერილი მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძისადმი გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში, ელჩი ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში ვიზიტს აფასებს. „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ 2015 წლისთვის დასახული პრიორიტეტების შესრულებას“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ვაზიანის სამხედრო ბაზის შესაძლებლობებზეც ამახვილებს ყურადღებას: „ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვაზიანის პოლიგონისა და საწვრთნელი ცენტრის მონახულებამ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი. მიმაჩნია, რომ ვაზიანი ძლიერი კანდიდატია ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის განსათავსებლად.” ალექსანდერ ვერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას ქართული მხარე ნატოს ექსპერტებთან ერთად უახლოეს მომავალში მიიღებს. წერილის დასასრულს, ალექსანდერ ვერშბოუ წარმატებას უსურვებს ქართულ მხარეს და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის 28-31 იანვარს იმყოფებოდა. ალექსანდერ ვერშბოუ თავდაცვის მინისტრს შეხვდა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილა. ვიზიტის ფარგლებში, მან ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურაც მოინახულა და პოლიგონის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)