10:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 11:46:02, 836 ნახვა

პოლიტიკა
კელი: ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც საქართველოშია

ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ შს მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კელის თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, თუმცა მთავარი საკითხი მაინც საპარლამენტო არჩევნები იყო.

„შს მინისტრმა დეტალურად გაგვაცნო უწყების გეგმები, რომელიც უსაფრთხო და დაცული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ეხება, განსაკუთრებით არჩევნების დღეს. მე აღვნიშნე, რომ ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია. საარჩევნო კამპანიისას ჩანს, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება ხდება პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ხდება ინციდენტებიც, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ექცევა საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში. ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობის წარმომადგენლებთან ამ თემებზე და უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ გარანტიები იმის თაობაზე, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო გარემოში”, - განაცხადა იან კელიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ისაუბრა უკრაინის წინადადებაზე, შეწყვიტოს შორი დისტანციის დარტყმები და სამხედრო ოპერაციები მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics