19:45 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 17:36:20, 1380 ნახვა

ეკონომიკა
თბილისი „გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის პლენარულ სესიას" უმასპინძლებს

1-4 ნოემბერს, თბილისი „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) „გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის პლენარულ სესიას" უმასპინძლებს.
 
ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, შექმნილია შესაბამისი სამთავრობო კომისია, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს.
 
დღეს კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა ფორუმის პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
 
გლობალური ფორუმის პლენარული სესია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრაა, რომელშიც მონაწილეობას ფორუმის წევრი სახელმწიფოების სამასამდე დელეგატი და ათი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics