|
2016-09-20 15:27:54, 1519 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე დაკითხვაზე დაიბარა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, მას მიეცა გონივრული ვადა, რათა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდეს. წიკლაურის ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარების უწყება მის ოჯახს ჩაბარდა, გონივრული ვადა კი 2 დღეა, რათა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში გამოცხადდეს. კითხვაზე, იმყოფება თუ არა ლორთქიფანიძე საქართველოში, პროკურორმა აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჟამად ის ქვეყანაში არ იმყოფება. ცნობისთვის, პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს - დათა ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას ბრალი წარუდგინა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ აქამდე უცნობი ვიდეოკადრები მოიპოვა, რომელშიც ასახულია, როგორ გასცემს 2011 წლის 26 მაისს დანაშაულებრივ ბრძანებას დათა ახალაია, რომელიც ითხოვს ყველა მომიტინგის დაკავებას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)