23:47 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 10:47:17, 1466 ნახვა

სამართალი
უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ წევრს აირჩევს

უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აირჩევს.

კანდიდატურებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი 12:00 საათზე განიხილავს. პლენუმის სხდომა მედიისთვის დახურული იქნება.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილთან ერთად უფლებამოსილების ვადა, კიდევ 3 მოსამართლეს მიმდინარე თვეში ეწურებათ. 

ცნობისთვის, ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მისი კვოტით განსაზღვრულ ადგილებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დანიშნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics