13:06 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 12:49:09, 1219 ნახვა

კომენტარი
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს იტალიის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მწუხარება გამოხატა იტალიის რესპუბლიკის  ყოფილი პრეზიდენტის კარლო აძელიო ჩამპის გარდაცვალების გამო:

„თქვენო აღმატებულებავ,

ღრმად დამამწუხრა იტალიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება კარლო აძელიო ჩამპის გარდაცვალების ამბავმა.

ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მოგისამძიმროთ თქვენ, იტალიის მთავრობასა და იტალიელ ხალხს. 

მისი აღმატებულება, კარლო აძელიო ჩამპი ყველაზე გავლენიანი, უპარტიო პრეზიდენტი იყო, რომელიც ცდილობდა, გადაეფასებინა ეროვნული და ევროპული ფასეულობები და ამით საკუთარ ქვეყანას, ყველაზე რთულ დროს, გზა გაუხსნა ერთიანი ევროპული ვალუტისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ქვეყნის წინაშე მის დამსახურებას.

მსურს, მოწიწებით გთხოვოთ გადასცეთ ჩემი ღრმა მწუხარება და თანადგომა ბატონი კარლო აძელიო ჩამპის ოჯახს.

უფალს შევთხოვთ, ნათელში ამყოფოს მისი სული“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics