|
2015-03-12 15:52:00, 1136 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ვფიქრობ, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ნაკლებად პოლიტიზირებულ გარემოში უნდა ხდებოდეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ ეკონომიკური პრობლემების განხილვა და მოგვარება ნაკლებად პოლიტიზირებულ გარემოში უნდა ხდებოდეს. ამის შესახებ ხადურმა დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. „მე მაინც ვფიქრობ, როცა ეკონომიკურ პრობლემებზეა საუბარი, ჯობია ერთად ვისაუბროთ, თუმცა ცხადია, უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ საკითხის განხილვა ნაკლებად პოლიტიზირებულ გარემოში ხდებოდეს და უფრო სამუშაო ვითარებაში, მაგიდის გარშემო, ციფრებით, მსჯელობით, ანალიზით. მე ვეჭვობ, რომ დღეს ამის საშუალება დიდად არ მოგვეცემა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ესწრებიან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)