|
2016-09-15 13:21:48, 897 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
სწავლის დაწყების დღე რეგიონიოს მოსწავლეებს მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარძემ ქობულეთის N2 საჯარო სკოლიდან მიულოცა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე პირველკლასელებს იმ საკლასო ოთახში ესტუმრა, სადაც თავად სწავლობდა. პატარაძემ განსაკუთრებული სითბოთი მიმართა მშობლიური სკოლის მაწავლებებსა და მოსწავლეებს და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. "ქობულეთელებო, მე დღეს განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს ულამაზეს, მშობლიურ სკოლაში, იმ კედლებში, სადაც 10 წელზე მეტი ვისწავლე. აქ იყო ჩემთვის პირველი ზარიც, აქ იყო ჩემთვის სამახსოვრო გამოსაშვები საღამოც, აქ იყო ჩემი სიყვარული, ჩემი ბავშვობა, ჩემი ყმაწვილკაცობა, წარმატებები. აქვე ვხედავ ჩემს მასწავლებლებს, ჩემს დირექტორს, რომელსაც განსაკუთრებულად მივესალმები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი დაუღალავი შრომისთვის, მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის. სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს განსაკუთრებულად ვულოცავ. გისურვებთ ჯანმრთელობას, მინდა მთელი ცხოვრება იყოთ წარმატებულები. გვეამაყოს თქვენით!“,- განაცხადა პატარაძემ. (NS)
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)