00:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 11:57:58, 564 ნახვა

საზოგადოება
,,სტარტაპ საქართველოს" მენტორშიფის პროგრამა იწყება

16 სექტემბერს 12:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროგრამის ,, სტარტაპ საქართველოს" მენტორშიფის პროგრამის პრეზენტაცია 20 მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის გამარჯვებული გუნდისათვის გაიმართება.

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მენტორშიფი "სილიკონ ველის" უცხოელი ექსპერტების მიერ ცოდნის გაზიარებასა და სტარტაპების პროექტების ონლაინ დახვეწას ითვალისწინებს, რისი ღირებულაბაც თითოეული გუნდისათვის 25 000 ლარს შეადგენს, რომელსაც სახელმწიფო დამწყები ბიზნესმენებისათვის გამოყოფს. 

სტარტაპებს მენტორშიფის პროგრამას პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გააცნობს.

მენტორები სილიკონ ველისა და ვენჩურული საინვესტიციო კომპანიის წევრები, ექსპერტები და დამფუძნებლები არიან, რომლებსაც სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების  სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

,,მნიშვნელოვანია პროგრამის მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების სწორი განვითარება, წარმართვა და წარმატებაზე ზრუნვა, რისთვისაც გუნდები  ინდივიდუალურ მენტორებთან ერთად სახელმწიფოს ხელშეწყობით ინტენსიურად იმუშავებენ. მენტორინგი ჯამში 40 საათს მოიცავს, ამ პერიოდის განმავლობაში სტარტაპებს ბიზნესის ჩამოყალიბების ყველა კუთხით დაატრენინგებენ, რაც გაზრდის მათ პოტენციალს წარმატება მოიპოვონ საერთაშორისო ბაზარსა და სილიკონის ველზე", - აცხადებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics