|
2016-09-14 19:07:37, 1932 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის ცენტრი 5–9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატის გაცემას იწყებს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 5–9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატის გაცემას იწყებს. 5–6 წლამდე ასაკის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და 6–9 წლის სკოლის მოსწავლეებს მშობლის ან მეურვის თანხმობის საფუძველზე ანტიჰელმინთური პრეპარატები დაურიგდებათ. „აჭარაში საკმაოდ მაღალია ჰელმინთებით ბავშვთა დასნებოვნება. 5–9 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემებით, სხვადასხვა ჰელმინთებით დაავადებული აღმოჩნდა ბავშვთა 30%. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების რეგიონულმა ბიურომ 2016 წლისთვის ბავშვთა დეჰელმინთიზაციისთვის საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატი ვერმოქსი (მებენდაზოლი) გადმოსცა. მოსაწოდებელი ოდენობა საშუალო ავადობის მონაცემებით იქნა გათვლილი და აჭარისთვის შეადგენს პრეპარატ ვერმოქსის 40 000 დოზას“, - ნათქვამია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციაში. ამ მიზნით ბათუმის საბავშვო ბაღების დირექტორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს პროგრამის განსახორციელებლად საჭირო საკითხები და ანგარიშგების ფორმები. მსოფლიოში გავრცელებულია 250 სახეობის ადამიანის პარაზიტული ჭიები, მათგან 20 საქართველოსთვის ენდემურია. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ენტერობიუსი, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში მხოლოდ ასკარიდოზით ყოველწლიურად ავადდება 1,2 მილიარდი ადამიანი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვებია. ადამიანის დასნებოვნების გზებია: საყოფაცხოვრება-კონტაქტური – დაუბანელი ხელების საშუალებით; საკვებით – გაურეცხავი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, არასათანადოდ თერმულად დამუშავებული ხორცისა და ხორცპროდუქტების საკვებად მიღება; წყლით – დაბინძურებული წყალსატევებიდან და სხვა წყლის რეზერვუარებიდან წყალის დალევა. ვერმოქსს იყენებენ ჭიების ერთეული და შერეული ინვაზიების სამკურნალოდ. ვერმოქსის სამკურნალო და საპროფილაქტიკო დოზა არის 500 მლ (ანუ 1 აბი) ერთჯერადად დღეში ერთხელ.
(NS)
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)