21:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 15:49:38, 840 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ამ ჩანაწერის დადებას რა ჰქვია? სუსი, ნუ გაისუსები

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის აუდიოჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური ამ ჩანაწერზე არ უნდა „გაისუსოს“.

„ამ ჩანაწერის დადებას რა ქვია?

#სუსი ნუ გაისუსებით ეხლა. თქვენ არ გემახსოვრებათ, მაშინ ნაწილი თავად იქ იყავით, ნაწილს გეძინათ, და სხვაგვარად კი არ დაწყებულა გამარაზმატიკება :(

ხოდა ეხლა არ დამიწყოთ უი პაატა ვისი ყოფილაო :))) ეს ხომ ისედაც ვიცით!“, - აცხადებს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა.

ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა  „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics