21:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 14:40:25, 643 ნახვა

პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: ინტერნეტში ამ საუბრის გავრცელება თვითონ მოსაუბრესაც შეუძლია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის გავრცელება, არაა დადასტურება იმისა, რომ  საქართველოში დღეს უკანონო მოსმენები ხორციელდება.

როგორც ჟორჟოლიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ამ საუბრის გავრცელება ინტერნეტში თვითონ მოსაუბრესაც შეუძლია:

" საუბარი არ მინახავს, მაგრამ ეს არაა იმის დასტური, რომ საქართველოში დღეს უკანონო მოსმენები ხორციელდება.  ინტერნეტში  ამ საუბრის გავრცელება თვითონ მოსაუბრესაც შეუძლია. მეტი საქმე არ აქვს "ქართულ ოცნებას" ეს საუბრები გაავრცელოს",-აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა.

ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა  „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა.

„ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არდასჭირდა სუსს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.  #საქართველოივანიშვილისგარეშე“,-წერს  გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics