|
2016-09-14 14:24:46, 1416 ნახვა
სამართალი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: მოვუწოდებთ ბურჭულაძეს და გვარამიას, მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ვალდებულია აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს. „საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვასახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედია საშუალებას. თავის მხრივ, ინსპექტორი მზად არის კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ამისთვის მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ“,-აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ინეტრნეტში გავცელდა ვიოდეოჩანაწერი, სადაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერს პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)