|
2015-01-10 10:32:52, 4007 ნახვა
სამართალი
შსს-ს ექვსი თანამშრომელი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამო სამსახურიდან დაითხოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის – ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2014 წლის 27 დეკემბერს, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების აღმოსავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის მცხეთის დაცვის განყოფილების ინსპექტორი ზ.ბ. დააკავეს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, 2014 წლის 29 დეკემბერს, სასამართლომ ზ.ბ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს, თბილისში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მეორე განყოფილების დაცვის ინსპექტორი ნ.რ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს, სასამართლომ ნ.რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს, თბილისში მცხოვრები, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბ.ჩ. დააკავეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს სასამართლომ ბ.ჩ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 3 იანვარს ზესტაფონში მცხოვრები, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების დასავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის ზესტაფონის დაცვის განყოფილების ინსპექტორი ვ.ჭ. დააკავეს. იგი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 5 იანვარს დეკემბერს სასამართლომ ვ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2015 წლის 4 იანვარს, ზუგდიდში მცხოვრები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე მეორე ასეულის მეორე ოცეულის მებრძოლი გ.ლ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 2015 წლის 6 იანვარს სასამართლომ გ.გ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)