21:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:13:56, 577 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: უსუფაშვილმა ჩათვალა, რომ პირადი საუბრების გასაჯაროების წესი პირველმა ივანიშვილმა დაარღვია

ვფიქრობ, უსუფაშვილმა ჩათვალა, რომ პირადი საუბრების გასაჯაროების წესი, პირველად, სწორედ ივანიშვილმა დაარღვია, როდესაც ყოფილმა პრემიერმა მასთან და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მიმართებაში საუბარი ღიად დაიწყო. შესაბამისად, უსუფაშვილმა მორალური ვალდებულება მოიხსნა, - ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და დავით უსუფაშვილის მიერ მათი პირადი საუბრების გასაჯაროებას.

„ნებისმიერი პირადი საუბრის გასაჯაროება კითხვის ნიშნებს ბადებს. მით უმეტეს, ჩენ ივანიშვილისა და უსუფაშვილის საუბარს არ დავსწრებივართ და რეალურად, არ ვიცით  რაზე ისაუბრეს. ვფიქრობ, უსუფაშვილმა ჩათვალა, რომ პირადი საუბრების გასაჯაროების წესი, პირველად, სწორედ ივანიშვილმა დაარღვია, როდესაც ყოფილმა პრემიერმა მასთან და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მიმართებაში საუბარი ღიად დაიწყო. შესაბამისად, უსუფაშვილმა მორალური ვალდებულება მოიხსნა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ამასთან, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის კრიტიკის შედეგად, „რესპუბლიკელებს“ წონა მოემატათ.

„ივანიშვილის კრიტიკა  „რესპუბლიკური პარტიას“ წონის მატებს. არ ვიცი ივანიშვილს მიზნად რა აქვს, მაგრამ შედეგი ასეთია. ივანიშვილი პარტიებს აკრიტიკებს, მათ „სატოპკეს“ აძლევს, რასაც პოლიტიკური სუბიექტები მშვენივრად იყენებენ. შესაბამისად, პარტიებს, რომელთაც პუსი არ ესინჯებოდათ, ახლა წონა მოემატათ“, - აცხადებს ხუხაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics