|
2016-09-13 18:24:47, 1334 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტრო სასამართლო სისტემის ახალ რეფორმაზე იწყებს მუშაობას
დღეს ახლად შექმნილი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა საერთო სასამართლოების სისტემაში იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის გეგმა განიხილეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლო რეფორმის რამდენიმე ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, რომელიც სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების ინსტიტუციურ განვითარებას ემსახურება, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას გეგმავს. "რეფორმა კომერციული და საგადასახადო დავების განხილვისათვის სპეციალური ცოდნის მქონე მოსამართლეთაგან შემდგარი კოლეგიების/პალატების შექმნას ითვალისწინებს, რომელთა მიზანი ბიზნესდავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტა იქნება. რეფორმის შედეგად გაიზრდება მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას; ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამოქალაქო კოლეგიების განტვირთვა და საქმეთა დაგროვილი მოცულობის შემცირება იქნება. კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უწინდელი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს უფლებამონაცვლეა. სხვა მსგავსი საბჭოების ანალოგიურად, იგი უწყებათაშორის სტრუქტურას წარმოადგენს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები, აკადემიური და ბიზნესწრეები. საბჭოს მიზანი კერძო სამართლის ცალკეული მიმართულების რეფორმებისათვის წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და კანონპროექტების მომზადებაა",-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)