|
2016-09-13 18:12:24, 1410 ნახვა
ეკონომიკა
საზღვაო ფორუმზე საკრუიზო ტურიზმის პერპექტივები განიხილეს
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე შავ ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პანელურ შეხვედრაზე, რომელსაც მოდერატორობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი უწევდა, საერთაშორისო ექსპერტი პიტერ ვაილდი სიტყვით გამოვიდა. პიტერ ვაილდი არის შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების სტატეგიის ავტორი, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა. ვაილდმა საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მათი მოგვარების გზებზე გაამახვილა ყურადღება. პანელურ შეხვედრაზე, რომელიც საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე. ჩოგოვაძემ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებსა და ქვეყანაში ტურისტების მზარდ რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება. საზღვაო აკადემიის რექტორმა კი საკრუიზო ტურიზმის კუთხით აკადემიაში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი პირველად იმართება და მას დელეგატები 40-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან. ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენს „საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიოს შეუცვლელი ტრანსპორტირების საშუალება“. ფორუმი ბათუმში 12 სექტემბერს დაიწყო და 16 სექტემბერს დასრულდება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)