08:16 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 16:09:04, 2279 ნახვა

მსოფლიო
ვენაში 24 სექტემბერს მიგრაციული კრიზისისადმი მიძღვნილი სამიტი გაიმართება

ავსტრიამ მიგრაციულ საკითხზე სამიტში მონაწილეობის მისაღებას გერმანია, საბერძნეთი და ბალკანეთის ქვეყნები მოიწვია. სამიტი 24 სექტემბერს ვენაში შედგება, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის კანცლერმა კრისტიან კერნმა განაცხადა. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის გარდა, ვენაში დაგეგმილ ღონისძიებაზე მოწვეული არიან სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ალბანეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და მაკედონიის ლიდერები.

ავსტრიის დედაქალაქში შეხვედრამდე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი გაიმართება ბრატისლავაში. 16 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ევროპელი ლიდერები მიგრაციულ კრიზისთან ერთად Brexit-ის საკითხს განხილავენ. აღსანიშნავია, რომ არაფორმალური სამიტი დიდი ბრიტანეთის გარეშე ჩატარდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics