20:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 15:39:08, 587 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის სავაჭრო მისიის ვიზიტი იმართება

საქართველოს სამუშაო ვიზტით12-14 სექტემბერს  სტუმრობს ამერიკის შეერთებული შტატებისსავაჭრო მისია, რომელსაც ვაშინგტონის მერიის მცირე და ადგილობრივი ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების უფროსი ჯონათან ბრეიდი ხელმძღვანელობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სხვა სექტორებს წარმოადგენენ.

 მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს საქრთველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობა და ქართველ პატრნიორებთან შესაძლო საქმიანი კავშირების დამყარება წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში სტუმრობისას, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.  აშშ-ის სავაჭრო მისიაში წარმოდგენილი კომპანიებისა და 25-მდე  ქართული კომპანიის წარმომადგენლებს შორის ასევე იმართება ორმხრივი საქმიანი შეხვედრები. ქ. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე კი საუბარი შეეხო ქალაქში სამეწარმეო საქმინობის განვითარების საკითხში გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერგაცვლას.  

აღნიშნული ვიზიტი ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით განხორციელდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics