22:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 14:13:20, 664 ნახვა

საზოგადოება
დემურ სტურუას ოჯახის წევრები აქციების გამართვას აპირებენ

სამტრედიაში, სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ახლობლები, სამტრედიაში აქციების გამართვას აპირებენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს ორი დღის განმავლობაში არ დააკავებენ, ოჯახის წევრები აქციებს თევზაძის სახლის წინ გამართავენ.

,,ორ დღეში ჩემი დემურის გარდაცვალებიდან 40 დღე გავა. არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ თევზაძე ისევ თავისუფალია. თუკი ორ დღეში, მისი დაკავება არ მოხდება, ორმოცზე ვინც მოვა, აქციაზე პოლიციელის სახლის წინ მივიყავნთ და ამას სისტემატურ სახეს მივცემთ", - განაცხადა დემურ სტურუას დედამ, ნონა ჯოჯუამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილამდე მან წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზად, ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics