18:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 18:48:54, 836 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები “რუსელოისის” ხელმძღვანელობას შეხვდნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შპს “რუსელოისის” ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ.

როგორც რუსთავის 29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ აღნიშნა, სწორედ ასეთი ქარხანა-საწარმოებით დაიბრუნებს რუსთავი თავის მნიშვნელობას, როლს და ეს იქნება უკვე თანამედროვეობას მორგებული ქალაქი, დიდი თუ მცირე საწარმოებით, კიდევ უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში.

 შპს „რუსელოისი“, სადაც ფეროშენადნობი იწარმოება, სრული დატვირთვით მუშაობს. იქ 380-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ამ ტიპის საწარმოების წახალისება და მათი ხელშეწყობა მაჟორიტარობის კანდიდატებმა მნიშვნელოვან საპროგრამო საკითხად დაასახელეს.

ქვეყნის სწრაფი განვითარების საქმეში მცირე და საშუალო საწარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ.

 „რუსთავი ინდუსტრიის უძველესი კერაა, დიდი სამეწარმეო ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქალაქი. ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ეს ტრადიცია და რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს, გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები, რუსთავში განვითარდეს საწარმოო პოტენციალი“,-აღნიშნა შეხვედრაზე რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩეველს ყოველდღიურად ხვდებიან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics