|
2016-09-12 16:06:16, 923 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბაქოში ფიდე-ს გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო (ვიდეო)
აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბაქოში ფიდე-ს გენერალური ასამბლეის გახსნას დაესწრო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეა ფიდე-ს 87-ე კონგრესის ფარგლებში გაიმართა და იგი აზერბაიჯანის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მინისტრმა, აზად მაჰიმოვმა გახსნა. იგი მიესალმა ბაქოში 42-ე ჭადრაკის ჩემპიონატისთვის ჩამოსულ სტუმრებს. კონგრესზე სიტყვით გამოვიდა აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ღონისძიების ბათუმში ჩატარების მნიშვნელობის შესახებ და მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩართულობა აღუთქვა ფიდეს წარმომადგენლებს. ზურაბ პატარაძე დღესვე, ბაქოში მიმდინარე 42-ე მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადას დაესწრო და მონაწილეებთან სიმბოლურად რამდენიმე საჭადრაკო სვლაც შეასრულა. საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში ზურაბ პატარაძე ოლიმპიადაზე წარმოდგენილ ბათუმის სტენდს ეწვია, სადაც ჭადრაკის ამ უდიდესი მოვლენის ბათუმში ჩატარების შესახებ ინფორმაცია-ანონსი უკვე განთავსებულია. 2018 წელს ჭადრაკის 44-ე მსოფლიო ოლიმპიადა ბათუმში ჩატარდება. ოლიმპიადა ფიდეს მიერ ორგანიზებული მთავარი გუნდური შეჯიბრია და ჭადრაკის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს. ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას პირველად უმასპინძლებს, თუმცა ქალაქს უმაღლესი დონის შეჯიბრებების მიღების ბრწყინვალე გამოცდილება აქვს: განვლილ წლებში ბათუმში გაიმართა ევროპის პირველი ჩემპიონატი ქალთა შორის, პირველი ინტერკონტინენტალური მატჩი ევროპასა და აზიას შორის, კონტინენტის პირველობა ინდივიდუალურ ჭადრაკში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა.
(NS)
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)