|
2015-03-11 19:36:59, 1206 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილის ინფორმაციით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილას სასტუმრო აშენდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილას სასტუმრო აშენდება და მასში 18 -დან 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება. „ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა აუქციონზე 25 მილიონ დოლარად იყო გატანილი. როგორც ვიცი აუქციონი დღეს უნდა დახურულიყო. მასში ჩადებული იქნება 18-დან 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია და საუბარია სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მისივე განმარტებით, გაიყიდა ბათუმის უნივერსიტეტის შენობა და არა უნივერსიტეტი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შენობა გაყიდვას აუცილებლად ექვემდებარებოდა, რადგან იქ ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო. „ეს შენობა აუცილებლად გაყიდვას ექვემდებარებოდა გამომდინარე იქიდან, რომ იქ ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ უნივერსიტეტი არ გაყიდულა, გაყიდულია შენობა, რომელზეც ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. წერილი, რომლითაც ამერიკულმა მხარემ საქართველოს მილენიუმის ფონდის წარმომადგენლობას მიმართა, ადასტურებს, რომ ეს შენობა უნივერსიტეტისათვის გამოუსადეგარი იყო. სწორედ ამიტომ მოხდა ამ შენობის გაყიდვა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)