19:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:42:33, 737 ნახვა

საზოგადოება
გორკის ქუჩა N28-ში სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელედება.  გორკის  ქუჩა N28-ში ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ   მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თქმით, ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოწყობა დაპირებისამებრ ხორციელდება და მიმდინარე სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მონტაჟი, რის შემდეგაც დაიდგმება სკამები და ინვენტარი.

 სკვერი ლითონის დეკორატიული ღობით შემოიღობება. პატარებისთვის კი სათამაშო მოედანი მოეწყობა. 

ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს 4 ახალი სკვერი შეემატება .

(NS)

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics