10:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 14:56:00, 1124 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ნორმატიული ბაზა სამხედროების წვრთნის კუთხით მოსაწესრიგებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნა გაგრძელდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯარისკაცების ძებნა თურქულმა მხარემ შეაჩერა, რადგან მათ შესაძლებლობები ამოწურეს.

„ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა. მაქსიმალურად გავწიოთ ძალისხმევა, რათა ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ამ ტრაგედიით სპეკულირება არ არის სწორი. დარწმუნებული ვარ, რომ სამხედროებისთვის, რომლებიც იმ მომენტში ერთად იყვნენ, ეს არის კიდე უფრო დიდი ცხოვრების ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ, ისინი ცდილობდნენ შველას და ყურის აპკები დახეთქილი ჰქონდათ და სისხლში ამოსვრილები ამოვიდნენ. ეს არის ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, ეს ასეა. ვართ განვითარების იმ საფეხურზე, სადაც ბევრი რამე არის ქვეყანაში მოსაწესრიგებელი, მათ შორის ნორმატიული ბაზა სამხედროების წვრთნის კუთხით. მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სამხედროების მოსაძენად ყველაფერი გაკეთდება.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ შესაძლებლობებზე. რაც ხელთ გვაქვს ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics