|
2016-09-01 13:21:27, 1260 ნახვა
ეკონომიკა
15 კოოპერატივს რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები გადაეცემა
15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები გადაეცემა, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემათ. კოოპერატივები, ასევე ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით მიიღებენ. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილებას სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კოოპერატივები იღებენ. კერძოდ, სამეგრელოს რეგიონში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, გურიაში -1, კახეთში -1, ქვემო ქართლში -2, სამცხე-ჯავახეთში -8. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებული მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს 416 ფერმერს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 3688. პროგრამაში ჩართულობით მესაქონლე კოოპერატივებს ეძლევათ საშუალება სტანდარტების დაცვით რძის მიღება მოახდინონ. ერთის მხრივ ერთობლივად მიაწოდონ რძის საწარმოებს, მეორეს მხრივ კოოპერატივების ეძლევათ შესაძლებლობა მისი მეპაიეების წარმოებული რძე მიიღონ და აწარმოონ რძის პროდუქტები რაც ხელს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას შეუწყობს. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge იყო შესაძლებელი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)