|
2016-09-01 11:41:31, 1317 ნახვა
რეგიონი
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. დღეს ადიდებული მდინარე ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე ცენტრალურ გზაზე გადავიდა და რამდენიმე ქუჩა დატბორა. როგორც "ექსპრესნიუსს" შპს "ბათუმის წყლის" პრეს-სამსახურში განუცხადეს, კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მიმდინარეობს გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები. „წყლის მიწოდება ძველი ქსელის მომხმარებლებისთვის ამ დროისთვის შეზღუდულია. ცხელ ხაზზე შემოსული განცხადებების მიხედვით ჩვენი ბრიგადები სამუშაოებს ახორციელებენ“, - აცხადებენ „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში. გარდა ამისა, როგორც "ექსპრესნიუსს" ბათუმის მერის პრეს-სამსახურში განუცხადეს, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა უკვე გაკეთებულია და სტაბილური მდგომარეობაა. "საღამოს გაკეთდება შემაჯამებელი განცხადება, თუ რა სამუშაოები ჩატარდა. 10-მდე გამოძახება დაფიქსირდა სახანძროში", - განაცხადეს ბათუმის მერიის პრეს-სამსახურში. ბათუმში ამ დრომდე წვიმს. ამასთან, სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)