01:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 17:27:17, 746 ნახვა

პოლიტიკა
"არსებული საკანონმდებლო წესით რეფერენდუმის დანიშვნა არაღიარების პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს"

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული საკანონმდებლო წესით რეფერენდუმის დანიშვნა არაღიარების პოლიტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის მომხრეა რეფერენდუმის ჩატარების, თუმცა ამან არაღიარების პოლიტიკას პრობლემები არ უნდა შეუქმნას. 

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის შესახებ კანონში არსებული ფორმულირება შესაცვლელია. 

“რეფერენდუმის შესახებ კანონში წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. არაფერი არ დაუშავდება ჩვენ პატივცემულ კანონმდებლებს, რომ შეცვალონ რეფერენდუმის კანონი, მოიყვანონ შესაბამისობაში არსებულ პრობლემურ ვითარებასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. პოლიტიკოსები ზედაპირულ შეფასებებს აკეთებენ ჩემს განცხადებებზე. რა განსხვავებაა ამ ვითარებაში რეფერენდუმის ჩატარებასა და 2002 წელს ჩატარებულ რეფერენდუმს შორის? მაშინ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე 2 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებული არ ჰქონდა. ეს ტრაგიკული და ისტორიული უკუღმართობა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ2008 წლის აგვისტოს შემდეგ მოხდა. მაშინ ასე მძიმედ არ იდგა არაღიარების პოლიტიკა. არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორი და ამ პოლიტიკას არაფრის დიდებით არ უნდა შევუქმნათ პრობლემები“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics