|
2016-08-31 11:47:30, 1290 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინურ კორპორაცია „CEFC China Energy“-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
30 აგვისტოს საქართველოს მსხვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China Energy“-ის აღმასრულებელი დირექტორი ჭანგ ძიანძუნი ეწვია. „CEFC China Energy“-ი ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი კორპორაციაა. ის ავტორიტეტული Fortune Global 500-ის ლისტინგშია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს 500 კორპორაციას აერთიანებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტის დროს განხორციელდა, რომლის დროსაც დაადასტურეს, რომ „CEFC China“-ი საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას აპირებს. მისი მეშვეობით „CEFC China“-ი განახორციელებს საქმიანობას არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. გარდა ამისა, უშუალოდ საქართველოში ჩინური კორპორაცია დაინტერესებულია განახორციელოს ინვესტიციები საბანკო სექტორში, ენერგეტიკასა და ტურისტულ ბიზნესში. „CEFC China“-ის აღმასრულებელი დირექტორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორპორაცია „CEFC China Energy Company Ltd“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ბიზნეს და საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სავაჭრო-საინვესტიციო სფეროში. მისი მიზანია მხარეებს შორის მოხდეს საინვესტიციო პროექტების განხილვა, „CEFC“-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი და ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვა. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, უძრავი ქონება, საბანკო-საფინანსო სექტორი, კომუნიკაციები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)