|
2016-08-30 17:02:20, 1336 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ქვეყნის განვითარებისთვის 2020 წლის ჩათვლით დაახლოებით 5 მილიარდის დახარჯვას ვაპირებთ
მიუხედავად საქართველოს გარშემო არსებული არასახარბიელო ეკონომიკური განვითარების ტენდენციებისა, საქართველო წელს დაახლოებით სამპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, მომავალი წლიდან მთავრობა გეგმავს, 2020 წლის ჩათვლით, დაახლოებით 5 მილიარდი დაიხარჯოს. „მომავალი წლიდან მოყოლებული ჩვენ ვგეგმავთ, რომ დაახლოებით ხუთი მილიარდი 2020 წლის ჩათვლით დაიხარჯოს, დამატებით იმისგან, რაც უკვე იხარჯება. ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო ბანკებთან, მზად გვაქვს განვითარების გეგმა, რაც ერთი მხრივ გულისხმობს მთავრობის ადმინისტრაცული ხარჯების გაყინვას იმ ნიშნულზე, რომელიც დღეს არის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევამციროთ კიდეც ეს ხარჯები, მეორე მხრივ კი, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიმერი დოლარი, რომელიც დაიხარჯება ინფრასტრქტურის მიმართულებით, იყოს გათვლილი ეკონომიკურ სარგებელზე და ეს არ იყოს სოციალური მიმართულებით დახარჯული თანხები. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ 7-8 პროცენტიან ზრდას, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდა რაღაც გლობალური კატაკლიზმები. ეს არის აბსოლუტურად რეალური და ამ პროგრამის განხორციელებას ჩვენ უკვე ვიწყებთ შემოდგომიდან“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)