|
2016-08-30 14:57:44, 1005 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმში პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმში პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩიდან გმირთა ხეივნამდე მონაკვეთზე ხორციელდება. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მტავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარემ შეაფასა ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე კეთილმოწყობითი სამუშაოები, გაეცნო პროექტის განხორციელების გეგმას, უკვე შესრულებული, მიმდინარე და ახლო მომავალში დასასრულებელი სამუშაოების თანმიმდევრობას. აღნიშნულ მონაკვეთზე კეთდება 360 მ სანიაღვრე სისტემა, 21 ცხაურიანი და 10 დახურული ჭა, ასევე დამონტაჟდება 6 საკომუნიკაციო ჭა, რის დასრულების შემდეგაც დაიგება 4800 კვმ ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში ტროტუარებზე მოეწყობა ბილიკები უსინათლოთათვის, ბორდიურები და ველო ბილიკები. 19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ე.წ. „ჭაობის" დასახლების ქუჩების რეაბილიტაციას მოიცავს, რაც 25 ქუჩის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები 8 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პარალელურად შემოერთებულ ტერიტორიების სხვადასხვა ლოკაციაზე 2 225 კუბ/მეტრი ფართობზე ბეტონის საფარი იგება.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)