19:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 12:42:51, 849 ნახვა

პოლიტიკა
მერაბ ქვარაია დღეს სოფელ ძველი აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია დღეს სოფელ ძველი აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურმა აცნობა, შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

 "მე დღეიდან ოფიციალურად დავიწყე წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი შეხვედრა ჩაგვეტარებინა ძველი აბასთუმნისა და ხეცერის თემში, რადგანაც მივიჩნევ, რომ სოფლის მოსახლეობას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა. მე ვიცი თუ რა პრობლემებია ამ თემში და მათი მოგვარების კონკრეტული გეგმა მაქვს. დღეს აქ ვნახე ერთსულოვანი მოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, ამ ერთსულოვნებით მივაღწევთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას. გამარჯვებას, რომელიც არის საწინდარი როგორც ამ თემის, ასევე ჩვენი ქალაქის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის",-განაცხადა დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics