|
2016-08-26 11:17:57, 1804 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 267-ს მიაღწია
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 267-ს მიაღწია. აქედან უმეტესობა ქალაქ ამატრიჩეში დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს. 400-მდე დაშავებული საავადმყოფოებში რჩება. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაზარალებულთა დასახმარებლად იტალიის მთავრობამ 50 მილიონი ევრო გამოყო. რენცი მოსახლეობას პირდება, რომ უახლოეს დროში დამატებითი თანხა გამოიყოფა. იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაზარალებულთა დასახმარებლად მუზეუმების ბილეთების გაყიდვიდან შესულ მთელ თანხას გადარიცხავს. კულტურის მინისტრი მოუწოდებს იტალიელებს, მივიდნენ მუზეუმებში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად. ცნობისთვის, უკვე მესამე დღეა დანგრეულ ქალაქებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამუშაობს განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები აფერხებს. შეგახსენებთ, რომ 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა 24 აგვისტოს ღამით ცენტრალურ იტალიაში, ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)