|
2016-08-25 20:18:41, 1859 ნახვა
მსოფლიო
გერმანია თურქეთთან ინჯირლიკის ბაზაზე გერმანული დელეგაციის შეშვების საკითხს განიხილავს
ბერლინი ანკარასთან ინჯირლიკის ბაზაზე გერმანიის დელეგაცის დაშვების შესახებ მოლაპრაკებებს მართავს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრაღაში ვიზიტისას, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მერკელის განცხადებით, ბუნდესვერი ამ ბაზის გამოყენებით “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ წარმატებით მოქმედებს. “ველოდები, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება და რომ ჩვენი მისია შეძლებს ანტიტერორისტული კოალიციის ოპერაციის ჩასატარბლად ინჯირლიკიდან გაფრენას. ამის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჯარი პარლამენტის მიერ კონტროლდება, გერმანელ კანონმდებლებს უნდა ჰქონდეთ ინჯირლიკის ბაზაზე შესვლის საშუალება, თუკი ამას მოისურვებენ”, - განაცხადა ანგელა მერკელმა. დღეს, გამოცემა Der Spiegel Online-მა გაავრცელა ინფრომაცია, რომ გერმანიის ხელისუფლება თურქეთში მდებარე ბაზიდან სამხედროებისა და ტექნკის გაყვანის საკითხს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)