|
2015-01-09 17:56:12, 5237 ნახვა
ეკონომიკა
"თიბისი ბანკმა" სესხების საახალწლო გათამაშებაში გამარჯვებულები გამოავლინა
„თიბისი ბანკის“ სესხების გათამაშებაში ბინის და სასაჩუქრე ვაუჩერების მფლობელები გამოვლინდა. სუპერ-პრიზის - ბაკურიანში ბინის მფლობელი კონსტანტინე მახარაშვილი გახდა. „გათამაშება 8 იანვარს, 20:00 საათზე შედგა. „ფეისბუქზე“ მისი პირდაპირი ჩვენება, ტექნიკური ხარვეზის გამო, სამწუხაროდ ვერ მოხდა - გათამაშების წინ მწყობრიდან გამოვიდა პირდაპირი ეთერის გადამცემი მოწყობილობა, რომლის შეკეთება ან ახლის შეძენა საკმაოდ დიდი დროით გადაავადებდა გათამაშებას. ამიტომ, „თიბისი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება და გათამაშება დაგეგმილ დროს შედგა, მისი სრული ვიდეო ჩანაწერი კი დასრულებისთანავე დაიდო ბანკის „ფეისბუქის“ გვერდზე“, - აცხადებენ ბანკში. ბინის გარდა, გათამაშდა 50 ცალი სასაჩუქრე ვაუჩერიც, რომლითაც გამარჯვებულებს შეუძლიათ სხვადასხვა პრიზების - მათ შორის Apple-ის პროდუქციის, საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის შეძენა. ცნობისთვის, გათამაშების მონაწილეებს, სესხის აღებისთანავე გადაეცემოდათ საჩუქრების სია და შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად აერჩიათ სასურველი პრიზი, რომლის მოგებაც სურდათ. „თიბისი ბანკის“ სესხების გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო დეკემბრის თვეში ნებისმიერი სასესხო პროდუქტის - საკრედიტო ბარათის, სწრაფი განვადების, სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)