08:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 14:41:14, 680 ნახვა

საზოგადოება
წლის ბოლოს ლენტეხში ახალი კლინიკა ამოქმედდება

წლის ბოლოს ლენტეხში ახალი კლინიკა ამოქმედდება– სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,   საავადმყოფო, რომლის მშენებელობაზეც 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მოსახლეობას ყველა სახის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებთ, კლინიკაში ძირითადად ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი დასაქმდება, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები და კლინიკის ამოქმედებამდე თითოეული მათგანი გაივლის სპეციალურ გადამზადებას.

ლენტეხის კლინიკა ჩართულია ჯანდაცის საყოველთაო პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამით მოსარგებლე ლენტეხელებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ მიიღონ როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics