|
2016-08-25 13:07:45, 619 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი ფილმების კონკურსი მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებულ ამხანაგობებს შორის საუკეთესო დოკუმენტური ფილმების კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსში მონაწილეობისათვის, გამარჯვებულმა 49 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა წარმოადგინოს 5 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის შინაარსი უნდა ასახავდეს კონკურსში მონაწილე ამხანაგობის ან მათი წევრების საქმიანობას ან ყოფა-ცხოვრებას. კონკურსის ფარგლებში, მოქმედი საკონკურსო საბჭო და ამხანაგობის წარმომადგენლები ფარული კენჭისყრით აირჩევენ წარმოდგენილ საუკეთესო ნამუშევრებს. გამარჯვებულად ჩაითვლება კონკურსის მონაწილე ის ხუთი ამხანაგობა, რომელთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევარი ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. გამარჯვებული 5 საუკეთესო ფილმის ავტორი გამგეობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე დაჯილდოვდება. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას",-აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)