|
2016-08-25 13:00:22, 4592 ნახვა
კულტურა
ანაკლიაში ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადებზე“ დასწრება თავისუფალი იქნება
30 აგვისტოს ანაკლიის ციხესიმაგრეში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება. „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართება. მისი სლოგანიც შესაბამისია - „ღამის სერენადები - ყველაზე ახლო აფხაზეთთან“. სპეციალური სცენა მდინარე ენგურზე დამონტაჟდა, სადაც ლიანა ისაკაძე, მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესი კლასისური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება და ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას კონცერტზე დასწრების საშუალება ექნება. „ღამის სერენადებზე“ მოწვეული იქნებიან მუსიკალურ სასწავლებლების პედაგოგები, თეატრების, მუზეუმების და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები. ღამის სერენადები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება. ღონისძიების სპონსორები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი,“ „კოკა-კოლა“ და „პალმ ბიჩია“. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ღამის სერენადები“ ანაკლიაში ტრადიციული გახდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)