15:44 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 11:20:51, 697 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვოლსკიმ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

 ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია პრობლემური უბნების მაცხოვრებლებთან შეხვედრით დაიწყო. იგი დღეს აჭარის 10 ნომერში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული მისამართზე 195 ოჯახი ცხოვრობს.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების შესახებ, პოლიტიკურ განვითარებასა და პარტია „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პასუხი გასცა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს სოციალური პროგრამების განხორციელებისა და 2017 წლის ბიუჯეტში დევნილთა დახმარების გათვალისწინების შესახებ.

 „თქვენ, ჩუღურეთელებს, ჩემი და ქალბატონი რიმა ბერაძის სახით, გეყოლებათ ორი ერთგული წარმომადგენელი ქვეყნის პარლამენტსა და დედაქალაქის საკრებულოში. ჩვენ არ გავცემთ უსაფუძვლო დაპირებებს. დაპირებები იქნება მხოლოდ საქმიანი, რომელსაც მოყვება რეალური შედეგი",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics