|
2015-01-09 17:19:10, 4132 ნახვა
პოლიტიკა
ლატვიის პრემიერი: ჩვენ დაგეხმარებით, განახორციელოთ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები
ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ლატვიის მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. ლაიმდოტა სტრაუიუმამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის დასრულების თვალსაზრისით, საქართველოსთვის რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის განსაკუთრებულ დატვირთვაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის როლი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი განვითარების პროცესში და ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებს დაეთმო. „განვიხილეთ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულება“, ასევე გამოვთქვით შეშფოთება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის დაგეგმილი ხელმოწერის გამო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ლატვიის, ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც გრძელდება დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)