|
2016-08-12 13:32:11, 687 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია ხობის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეაბილიტირებულ დამშრობი სისტემის მაგისტრალურ არხებზე გადასასვლელი ხიდების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და საქართველოს მელიორაციი გენერალურ დირექტორთან ერთად ხობის რაიონის სოფლ ჭალადიდში დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხზე გადასასვლელი ხიდების მიმდინარე მშენებლობის პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უწყების ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში ჭალადიდის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის 8,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს გადასასვლელი ხიდების მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 960 000 ლარი. სოფლების ჭალადიდი და პატარა ფოთი მოსახლეობას მიმდინარე წლის ბოლოდან შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სოფლებთან დამაკავშირებელი 37 ხიდით, რომელთაგანაც 24 საავტომობილოა. 2012 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 412 კმ სადრენაჟე არხს. შედეგად დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 17 000 ჰექტრამდეა გაზრდილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)